08 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
რამდენიმე გარდაცვლილი და ათობით დაშავებული-აშშ-ს ერთ-ერთ კლუბში მძევლები აიყვანეს

სროლა ქალაქ ორლანდოში მდებარე ღამის კლუბში. რამდენიმე საათის წინ კლუბ ფლორიდა პულსში შეიარაღებული პირი შეიჭრა, ცეცხლი გახსნა და იქ მყოფი ხალხი მძევლად აიყვანა. თვითმხილველები, რომლებმაც სროლის შემდეგ თავის დაღწევა შეძლეს, რამდენიმე გარდაცვლილსა და ათობით დაშავებულის შესახებ საუბრობენ. პოლიცია კი დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ახმაურებს და აცხადებს, რომ თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოროტმოქმედს თან ხელნაკეთი ასაფეთქებელიც ჰქოდა. ადგილზე გამნაღმველები გამოიძახეს, რომლებმაც შენობასთან კონტროლირებადი აფეთქება განახორციელეს. დამატებითი დეტალების შესახებ სამართალდამცველები ჯერჯერობით არ საუბრობენ. ამ დრომდე უცნობია, დანაშაულის მოტივიც.

დღის ამბები