08 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
შანხაის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

აფეთქება შანხაის საერთაშორისო აეროპორტში. ინციდენტი პუდუნის აეროპორტის მეორე ტერმინალში, მგზავრების საკონტროლო პუნქტთან მოხდა. აფეთქების მომენტი აეროპორტში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს.

მომხდარის შესახებ მედიაში ერთმანეთისგან განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. სააგენტოების ნაწილის ცნობით, ტერმინალში პიროტექნიკა აფეთქდა, რომელიც ერთ-ერთ მგზავრს ბარგში ჰქონდა მოთავსებული. არსებობს ინფორმაცია, რომ ადგილზე ხელნაკეთი ასაფეთქებელი ამოქმედდა. მომხდარის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

დღის ამბები