08 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
მექსიკელი ველომრბოლელების შიშველი პროტესტი ავტომობილების წინააღმდეგ

შიშველი პროტესტი ავტომობილების წინააღმდეგ-მექსიკელმა ველო მრბოლელებმა მორიგი აქცია მარათონი მეხიკოს ქუჩებში გამართეს. მრბოლელებმა 15 კილომეტრიანი დისტანცია შიშველ და ნახევრად შიშველ მდგომარეობაში დაფარეს. სპორტსმენები ამგვარად ავტომობილების მძღოლებისა და პოლიციის მხრიდან საკუთარი უფლებების დაცვას მოითხოვენ.

ისინი ასევე მოუწოდებენ რიგით მოქალაქეებს უარი თქვან ავტომობილებზე და ველოსიპედებით გადაადგილდნენ, რაც მათივე თქმით გარემოს დაბინძურებისგან დაიცავს. შიშველი მარათონი მექსიკაში უკვე მე-11 წელია ყოველწლიურად იმართება.

დღის ამბები