08 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
ორლანდოს ღამის კლუბზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ორლანდოს ღამის კლუბზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით სულ მცირე 20 ადამიანია დაღუპული დაშავებულთა რიცხვი კი 40-ს აჭარბებს.

კლუბ ფლორიდა პულსში შეიარაღებული პირი შეიჭრა, ცეცხლი გახსნა და იქ მყოფი ხალხი მძევლად აიყვანა. თავდასხმის დროს კლუბში 300-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ნაწილმა გაქცევა შეძლო. 30-ზე მეტი მძევალი სამართალდამცველებმა დაიხსნეს, თავდამსხმელი კი ადგილზე მოკლეს.

ორლანდოს პოლიციის დეპარტამენტში არ გამორიცხეს, რომ საქმეს შესაძლოა ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭოს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები