08 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
თავდასხმა აშშ-ში "ლგბტ" კლუბზე - ტერაქტის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა

ბოლო მონაცემებით, შეერთებული შტატების ფლორიდის შტატში მომხდარ ტერორისტულ აქტს 50 ადამიანი ემსხვერპლა, 53 კი დაშავდა. ქალაქ ორლანდოში შეიარაღებული თავდასხმა ღამით ერთ-ერთ ლგბტ კლუბზე ეროვნებით ავღანელმა, ამერიკის მოქალაქემ ომარ მატინმა განახორციელა. ის პოლიციამ ადგილზე მოკლა.

თავდასხმა 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ყველაზე სისხლიან ტერაქტად შეფასდა. მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს ინფორმაციას.

ორლანდოში მომხდარის გამო ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული და გლოვის ნიშნად დროშებია დაშვებული.

პოლიციამ თავდამსხმელის სახლში ჩხრეკა დაიწყო. 

 

დღის ამბები