08 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
ავია იერიშები სირიაში - დაღუპულთა რაოდენობა 20-ს აჭარბებს

ავია იერიშებს სირიაში 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 5 ბავშვი. შეტევა ქალაქ იდლიბში, ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელდა. გავრცელებული ცნობით, იერიშები სირიის სამთავრობო ძალებმა ან რუსეთის ავიაციამ მიიტანა.

არ გამორიცხავენ მსხვერპლის რაოდენობის გაზრდასაც, რადგან დაბომბვის შედეგად დაშავებულთა ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

იდლიბის გარდა, ავია იერიში 30 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქზეც განხორციელდა, რასაც კიდევ 6 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები