08 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
ელისაბედ მეორის 90 წლის იუბილე ბრიტანელებმა ღია ცის ქვეშ გამართული წვეულებებით აღნიშნეს

ელისაბედ მეორის 90 წლის იუბილე ბრიტანელებმა ღია ცის ქვეშ გამართული წვეულებებით აღნიშნეს. მთავარი ცერემონია ლონდონში, ბუკინგემის სასახლესთან გაიმართა.

ელისაბედ მეორემ მეუღლესთან ერთად, ქუჩაზე მანქანით ჩაიარა, ხალხი კი მას დაბადების დღეს სიმღერით ულოცავდა და ესალმებოდა.

საზეიმო მსვლელობის შემდეგ, ღია ცის ქვეშ გრანდიოზული ვახშამი გაიმართა. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, მაგიდები დაახლოებით ერთ კილომეტრზე იყო გაშლილი, სტუმრების რაოდენობა კი 12 ათასს აღწევდა.

დღის ამბები