08 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
ფედერალური საგამოძიებო ბიურო ორლანდოს ღამის კლუბში მომხდარ თავდასხმას იძიებს

ფედერალური საგამოძიებო ბიურო ორლანდოს ღამის კლუბში მომხდარ თავდასხმას იძიებს. აგენტებმა ჩხრეკა ჩაატარეს ომარ მატინის სახლში, რომელმაც კლუბში წვეულების დროს ცეცხლსასროლი იარაღით 50 ადამიანი მოკლა. მისი მეუღლე აცხადებს, რომ მატინი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო, მამა კი აცხადებს, რომ მის შვილს განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანების მიმართ სიძულვილი ჰქონდა, თუმცა შვილის გეგმების შესახებ მისთვის ცნობილი არ იყო.

კლუბში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. თავდასხმის დროს თავად მატინმაც დარეკა პოლიციაში და აცნობა, რომ ISIS-ის მოკავშირე იყო. სამი წლის წინ ტერორისტების მხარდამჭერი განცხადების გამო ის FBI-მ ორჯერ დაკითხა და მასზე თვალთვალსაც ახორციელებდა.

დღის ამბები