08 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
ლოს ანჯელესში გეი აღლუმზე თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს

ლოს ანჯელესში გეი აღლუმზე დღეს თავდასხმა იგეგმებოდა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი აღკვეთა შეძლეს. პოლიციამ ქალაქ სანტა მონიკაში 20 წლის მამაკაცი იმ დროს დააკავა, როდესაც ის აღლუმზე წასასვლელად ემზადებოდა.

ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის მანქანაში დიდი რაოდენობით იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვეს. თავად დაკავებულმა კი აღიარა, რომ თავდასხმის მოწყობას გეგმავდა. დაკავებული სასამართლოს წინაშე ხვალ წარსდგება.

დღის ამბები