08 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე საქართველოს დამატებითი დახმარების საკითხს განიხილავენ

ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს დამატებითი დახმარების საკითხი იქნება. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ალიანსის შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტერიალი ხვალ გაიხსნება და ორი დღე გაგრძელდება.

შეხვედრაზე მოკავშირეები თავდაცვითი ხარჯების 3 მილიარდ დოლარამდე გაზრდას გეგმავენ. გარდა ამისა ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში როტაციის საფუძველზე 4 საერთაშორისო ბატალიონს განათავსებენ. ეს იქნება მკაფიო სიგნალი, რომ ნატო მზადაა ნებისმიერი მოკავშირის დასაცავად  განაცხადა სტოლტენბერგმა.

“ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ სტაბილურობის გეგმაზე ჩვენი საზღვრების მიღმა, ჩვენი მეზობლებისა და პარტნიორების მხარდაჭერით. ვინაიდან სტაბილური გარემო დაგვეხმარება ჩვენივე უსაფრთხოების დაცვაში. ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია სტაბილურობა ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში, ასე რომ განვიხილავთ დამატებით დახმარებას უკრაინისა და საქართველოსთვის,” - განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები