08 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
ორლანდოს ღამის კლუბში მომხდარი თავდასხმა 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა

ორლანდოს ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. FBI-ის აგენტები გამოძიებისთვის დამატებით მტკიცებულებებს აგროვებენ. ამ დროისთვის სამართალდამცველებისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ 29 წლის ომარ მატინი მარტო მოქმედებდა. FBI-ის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო და თავად ომარ მატინიც აღიარებდა ისლამისტებთან კავშირს, ტერაქტის წინ მათ შორის კოორდინაცია არ ყოფილა.

ომარ მატინი ორლანდოს ცენტრში მდებარე ღამის კლუბში ღამის 02:00 საათზე შეიჭრა. კლუბში იმ დროს ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელთა წვეულება მიმდინარეობდა. შემთხვევის შედეგად 49 ადამიანი გარდაიცვალა, 53 კი დაიჭრა.

ღამის კლუბში მომხდარი თავდასხმა 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ყველაზე ტრაგიკული აღმოჩნდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელთა მხარდამჭერი მსვლელობები იმართება. ორლანდოს ღირშესანიშნავი ადგილები დღეს სიმბოლურად ცისარტყელის ფერებში გაანათეს.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე.

დღის ამბები