08 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
"გვაქვს შეკითხვები "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით, მაგრამ ეს კითხვები ჯერჯერობით პასუხგაუცემელი რჩება,"-ევროსაბჭოს წევრი

ვროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ მექანიზმთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუმცა მანამდე დეპუტატები აქცენტს რუსთავი 2-ის საქმეზეც აკეთებენ. 

“ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭისყრა კარგ ვარიანტში სექტემბერში იქნება, ცუდ ვარიანტში ოქტომბერში. პარლამენტარების უმრავლესობა ხმას სასარგებლოს მისცემს, თუ საქართველოს შიგნით რაიმე ექსტრა ორდინალური მოვლენები არ მოხდა. ზოგადად როდესაც სასამართლო პროცესები მიმდინარეობს მედიის წინააღმდეგ, დეპუტატები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ, რადგან თუ ეს არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, სამართლებრივი გზებით ადამიანების გაჩუმების მცდელობა, მით უმეტეს როდესაც საქმე ეხება ისეთ პოპულარულ არხს, როგორიც რუსთავი 2-ია. ჩემთვის ძალიან რთულია და არც მინდა ვილაპარაკე სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემს კოლეგებსაც და მეც გვაქვს შეკითხვები რუსთავი 2-თან დაკავშირებით, მაგრამ ეს კითხვები ჯერ ჯერობით პასუხგაუცემელი რჩება. აქ ყველა ველოდებით სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას,” - განაცხადა ევროსაბჭოში საქართველოს საკითხებში მოხსენებელმა ანდრეას მამიკინსმა.

ლიბერალ-დემოკრატების ჯგუფიდან ევროპარლამენტარის პეტრას ავსტრევიჩუსის თქმით, რუსთავი 2-ის საქმე არის მნიშვნელოვანი ნიშნული საქართველოსთვის.

რუსთავი 2-ის საქმის ისტორია არ დაგვიწყებია, მას ყურადღებით ვაკვირდებით. პირობა მივიღეთ, რომ მოკვლევა ჩატარდება სრულყოფილად და არა სწრაფი ტემპებით. ვერდიქტი არ უნდა იყოს სწრაფად მიღებული, როგორსაც შესაძლოა ზოგი ელის. ჩვენ ველით, კანონზე და არა ერთ ჯგუფზე ან პოლიტიკურ სიმპატიაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას. ეს არის მნიშვნელოვანი ნიშნული საქართველოსთვის, რადგან ეს იქნება კანონის უზენაესობის განაჩენი,“ - აღნიშნა პეტრას ავსტრევიჩუსიმ.

ავტორი: თამარ ნუცუბიძე.

დღის ამბები