08 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
"შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომხდარი აშშ-ის შიგნით წარმოქმნილი ექსტრემიზმია" - ობამა თავდასხმაზე

"ორლანდოს ღამის კლუბში მომხდარი თავდასხმა შეერთებული შტატების შიგნით წარმოქმნილი ექსტრემიზმია და შესაძლოა მას არაფერი ჰქონდეს საერთო ისლამურ სახელმწიფოსთან," - ეს განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. აშშ-ის პრეზიდენტი გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს ესაუბრა.

“ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ მკაფიო მინიშნებას, რომ თავდამსხმელი ქვეყნის გარედან იმართებოდა. მან განაცხადა, რომ ისლამურ სახელმწიფოს წარმოადგენდა, თუმცა ეს ფაქტი ჯერ არ დასტურდება. ამიტომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომხდარი ქვეყნის შიგნით წარმოქმნილი ექსტრემიზმია,”- განაცხადა ბარაკ ობამამ.

ორლანდოს ლგბტ ღამის კლუბში მომხდარი თავდასხმის დროს გარდაცვლილებს პატივი მიაგეს მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში. ცისარტყელის ფერებში გაანათეს ეიფელის კოშკი.

დღის ამბები