08 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
პოლიციელისა და მისი მეუღლის მკვლელობას საფრანგეთში ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

პოლიციელისა და მისი მეუღლის მკვლელობას საფრანგეთში ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. შინაგან საქმეთა უწყებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ტერაქტი გვიან ღამით ქალაქ მანიან-ვილში მოხდა. ტერორისტი პოლიციელს სახლთან დახვდა, დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდგომ მის სახლში შეიჭრა და მეუღლე და შვილი მძევლად აიყვანა. პოლიციამ შენობა შტურმით აიღო და თავდამსხმელი მოკლა. სახლში პოლიციელის მეუღლე გარდაცვლილი იპოვეს, 3 წლის ბავშვი კი უვნებელი გადარჩა.

მედიის ცნობით, ტერორისტი 25 წლის ლაროსი აბალაა, რომელიც 2013 წელს ძარცვისა და ტერორისტებთან კავშირის გამო იყო ნასამართლევი. მომხდარის გამო ფრანსუა ოლანდმა ელისეს სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.

ამავე თემაზე
დღის ამბები