08 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
ფილიპინელმა ისლამისტებმა კანადელი მძევალი სიკვდილით დასაჯეს

ფილიპინელმა ისლამისტებმა კანადელი მძევალი სიკვდილით დასაჯეს. რობერტ ჰოლის მკვლელობის ფაქტი ქვეყნის პრეზიდენტმა დაადასტურა. კანადის მოქალაქე დაჯგუფება აბუ საიაფის ტყვეობაში 9 თვის განმავლობაში იმყოფებოდა.

ის ტერორისტებმა სექტემბერში, კიდევ სამ უცხოელთან ერთად გაიტაცეს და გათავისუფლების სანაცვლოდ 6 ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვეს. აპრილში სამხედროებმა ერთერთი მძევლის, ასევე კანადის მოქალაქის - ჯონ რიდსდელის თავმოკვეთილი ცხედარი აღმოაჩინეს.

კანადის პრემიერმა მძევლების მკვლელობა დაგმო და აღნიშნა, რომ დამნაშავეების დასასჯელად კანადა და ფილიპინების ხელისუფლება თანამშრომლობას გააგრძელებს.

დღის ამბები