08 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
აფეთქება თურქეთში - ქურთებით დასახლებულ პროვინციაში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა

მორიგი აფეთქება თურქეთში - ქურთებით დასახლებულ ტუნჯელის პროვინციაში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. დისტანციურად მართვადი ბომბი, თავდამსხმელებმა იმ შენობასთან აამოქმედეს, სადაც ადგილობრივი სასამართლოს თანამშრომლები ცხოვრობდნენ.

აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. გამოძიებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და მომხდარში ქურთი სეპარატისტები დაადანაშაულა. მომხდარის გამო რეგიონში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

დღის ამბები