08 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
შრომითი კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია პარიზში შეტაკებებში გადაიზარდა

შეტაკებებში გადაიზარდა შრომითი კანონის წინააღმდეგ გამართული მორიგი აქცია პარიზში. ნიღბიანმა ახალგაზრდებმა, რომლებიც შრომით კანონში ცვლილებებს აპროტესტებენ, მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრიეს და პოლიციას ქვები დაუშინეს.

სამართალდამცველებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაკავებულია 13 დემონსტრანტი.

აქცია პარლამენტში მიმდინარე დებატების პარალელურად მიმდინარეობდა. კანონპროექტი, რომელიც სამუშაო საათების გაზრდას ითვალისწინებს, ქვედა პალატამ უკვე მიიღო და დასამტკიცებლად სენატს გადაუგზავნა.

დღის ამბები