08 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
NATO შავი ზღვის რეგიონში და ბალტიისპირეთში წარმომადგენლობას ზრდის

NATO შავი ზღვის რეგიონში და ბალტიისპირეთში წარმომადგენლობას ზრდის. გადაწყვეტილება ალიანსის წევრებმა ბრიუსელში გამართულ მინისტერიალზე მიიღეს. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO უკვე ახორციელებს საჰაერო სივრცის პატრულირებას, გაზარდა წარმომადგენლობა ზღვის აკვატორიაში, ატარებს წვრთნებს და უახლოეს მომავალში ეს აქტივობა უფრო ინტენსიური გახდება.

გარდა ამისა, ალიანსის წევრები ბალტიისპირეთში 4 ახალი, მულტი ნაციონალური ბატალიონის განთავსებაზეც შეთანხმდნენ, რაც აღმოსავლეთ ევროპაში მოკავშირეებს რუსული საფრთხისაგან დაიცავს.

დღის ამბები