08 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
ორლანდოში მომხდარი თავდასხმა - ბარაკ ობამა იარაღის შესახებ კანონის გამკაცრებაზე საუბრობს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი კანონმდებლებს მოუწოდებს, იარაღის ტარებასთან დაკავშირებით კანონი გაამკაცრონ.

ამის შესახებ ბარაკ ობამამ ორლანდოში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებთან გამართული შეხვედრის ბოლოს განაცხადა.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა საქმე აღიძრას ომარ მატინის ყოფილი ცოლის წინააღმდეგაც. როგორც ირკვევა, მან იცოდა ქმრის ჩანაფიქრის შესახებ, თუმცა პოლიციისთვის არ შეუტყობინებია.

დღის ამბები