08 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
შეიარაღებული თავდასხმა და მსხვერპლი ტეხასის შტატში

მსხვერპლით დასრულდა შეიარაღებული თავდასხმა ტეხასის შტატში. ახალგაზრდა მამაკაცი ქალაქ ამარილიოს სავაჭრო ცენტრში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, მოტივი უცნობია.

პოლიციის ხელმძღვანელობამ მაღაზიიდან ხალხის გაყვანა გადაწყვიტა და როდესაც სამართალდამცველები შენობაში შევიდნენ, ეჭვმიტანილი ერთ-ერთ მძევალთან ერთად აღმოაჩინეს.

მას ცეცხლი გაუხსნეს და ადგილზე მოკლეს. მძევლები კი სავაჭრო ცენტრიდან უვნებელი გაიყვანეს. თავდამსხმელის ვინაობა არ სახელდება. პოლიცია ტერაქტის ვერსიას გამორიცხავს.

დღის ამბები