08 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
სროლა კალიფორნიაში - დაიღუპა 16 წლის გოგონა

სროლას კალიფორნიაში 16 წლის გოგონა ემსხვერპლა. შემთხვევა ოუქლენდის ცენტრში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ახალგაზრდების ჯგუფის მიმართულებით გახსნა, რომლებიც გარდაცვლილი მეგობრის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ.

დაიჭრა 6 მათგანი. ერთ-ერთი, 16 წლის გოგონა საავადმყოფოში მიყვანისას დაიღუპა. თავდასხმის მოტივი უცნობია. პოლიცია დამნაშავეს ეძებს.

დღის ამბები