08 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
სპეცსამსახურები ბელგიასა და საფრანგეთს მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ

სპეცსამსახურები ბელგიასა და საფრანგეთს მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ. ბელგიის დაზვერვის სამსახურმა სამართალდამცავ უწყებებს საგანგებო შეტყობინებები გადაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ისლამური სახელმწიფოს წევრები ახალ თავდასხმებს ამზადებენ.

მათი ინფორმაციით, ტერორისტებმა უკვე დატოვეს სირია და თურქეთისა და საბერძნეთის გავლით ბელგიასა და საფრანგეთში მიემგზავრებიან. ბელგიის სპეცსამსახურებში მიიჩნევენ, რომ ტერორისტების სამიზნე შესაძლოა ბრიუსელის სავაჭრო ცენტრი, ამერიკული სწრაფი კვების ობიექტები და პოლიციის განყოფილებები გახდეს.

მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ განცხადება საფრანგეთის პრემიერმინისტრმაც გააკეთა. მანუელ ვალსმა მოქალაქეებს და ძალოვან უწყებებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები