08 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე იმსჯელებენ

ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ბანერების დამონტაჟებასა და უკანონო დაკავებებზე იმსჯელებენ დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე. ეს პრობლემები მხარეებმა თანათავმჯდომარეებთან და აშშ-ის დელეგაციასთან გუშინ ორმხრივ შეხვედრებზეც განიხილეს. ერთ-ერთ მთავარ საკითხად კვლავ რჩება დევნილთა დაბრუნება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, განსაკუთრებით გალის რაიონში.

“ძალიან პრინციპული იყო ამ განხილვებში ჩვენთვის ხურჩაში მომხდარი მკვლელობის საკითხი. კერძოდ დამნაშავის დაკავების და დასჯის საკითხი. არ არის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პირი არის დაკავებული. ჩვენი პარტნიორები იზიარებენ ამ პოზიციას. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმოვიხილეთ ბოლო პერიოდში განხორციელებული უკანონო დაკავებები და ასევე ბანერების აღმართვის  საკითხი ავლევის მიდამოებში. ვთხოვეთ ამ საკთხზე დახმარება, რომ როგორც მინიმუმ მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემა,“ - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა.  

დღის ამბები