08 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილავს

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს პრემიერი კვირიკაშვილი დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილავს. უკვე ცნობილია, რომ ფრანკ ვალტერ შტაინ მაიერი საქართველოს უახლოეს ერთ თვეში ეწვევა.

დღესვე პრემიერი საქართველოს ევროპულ გზაზე, საჯარო ლექციას წაიკითხავს ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში და შეხვდება ქართველ სტუდენტებსაც. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერს გუშინ დღის ბოლოს ფრიდრიხ ებერტის ფონდში ქონდა საჯარო გამოსვლა. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ევროპულ მომავალსა და საგარეო პოლიტიკაზე, ასევე რეგიონში ქვეყნის როლზე ისაუბრა.

პრემიერს შეკითხვებიც დაუსვეს, რომელიც ძირითადად რუსეთთან ურთიერთობებს შეეხებოდა. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო არჩევნებზე. მისი თქმით, ხელისუფლების სურვილია 2016 წლის არჩევნები იყოს ამ დრომდე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე გამჭვირვალე და სამართლიანი. 

“საქართველოს არჩევანი, გაჰყვეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, შეუქცევადია. 2012 წელს, როცა ჩვენი ხელისუფლება მოვიდა მთავრობაში, სასამართლო იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა. ამ დრომდე, რასაც მივაღწიეთ არის ის, რომ პოლიციის ძალები დეპოლიტიზირებული გახდა. პროკურატურა ახორციელებს გამოძიებას მაღალი სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად და მოქმედებს დამნაშავეთა წინააღმდეგ, მათი სოციალური სტატუსის ან პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად. იმავეს თქმა შეიძლება სასამართლო სისტემაზე,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მედიის თავისუფლებაზეც ისაუბრა.

„სახელმწიფოს მიერ მიღწეული თავისუფლებისა და დემოკრატიის დონე, შეიძლება გაიზომოს მედიისთვის მიცემული თავისუფლებით. ჩვენ გვჯერა, რომ მედია დემოკრატიის მეოთხე, უმნიშვნელოვანესი ნაწილია,“- განაცხადა პრემიერმინისტრმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა რუსეთთან ურთიერთობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებულია რუსული სამხედრო ძალების მიერ საქართველოს უფრო და უფრო მეტი ტერიტორიის კონტროლქვეშ მოქცევის გამო. 

დღის ამბები