08 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
ხმელთაშუა ზღვაში ეგვიპტური ლაინერის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

ხმელთაშუა ზღვაში ეგვიპტური ლაინერის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. EgyptAir-ის კუთვნილი Airbus-ის პოვნა შავი ყუთების სიგნალის მეშვეობით გახდა შესაძლებელი, რომელიც სამძებრო გემმა რამდენიმე დღის წინ დააფიქსირა.

სპეციალისტები ზღვის ფსკერის რუკას ადგენენ, სადაც შესაძლოა თვითმფრინავის დანარჩენი ფრაგმენტები იპოვონ.

ეგვიპტური ლაინერი, რომელიც რეისს პარიზიდან კაიროს მიმართულებით ასრულებდა, 19 მაისს რადარებიდან გაქრა და ზღვაში ჩავარდა. ავიაკატასტროფას 66 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები