08 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
როსტოვში დაუგეგმავი სამხედრო სწავლებები მიმდინარეობს

რუსი გენერლები ქვეყნის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნას ამოწმებენ. როსტოვში დაუგეგმავი სამხედრო სწავლებები მიმდინარეობს, რომელიც 22 ივნისამდე გაგრძელდება.

წვრთნის დაწყების ბრძანება ვლადიმერ პუტინმა მას შემდეგ გასცა, რაც NATO-ს მინისტერიალზე კიდევ ერთხელ განაცხადეს აღმოსავლეთ ევროპაში 4 ათას კაციანი ბატალიონის განლაგების შესახებ.

სწავლებების ფარგლებში მოწმდება შენაერთების მზადყოფნა, იარაღი და საწყობები. დაუგეგმავი სწავლებების დაწყებას გამოეხმაურა NATO-ს გენერალური მდივანი. იენს სტოლტენბერგის შეფასებით, მოსკოვის ქმედებები არაპროგნოზირებადია. 

დღის ამბები