08 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
დონალდ ტუსკი ბრიტანელებს მიმართავს და ევროკავშირში დარჩენისკენ მოუწოდებს

დონალდ ტუსკი ბრიტანელებს მიმართავს და ევროკავშირში დარჩენისკენ მოუწოდებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა დიდი შეცდომა იქნება. მისი თქმით ახლა ორგანიზაციიდან გასვლას აზრი არ აქვს, რადგან ბრიტანეთის პოზიციები ევროკავშირის შიგნით გაცილებით უფრო ძლიერია ვიდრე აქამდე ყოფილა და მის აზრს დიდი ყურადღება ეთმობა. დონალდ ტუსკი პირობას დებს, რომ იმ შემთხვევაში თუ 23 ივნისს დაგეგმილ რეფერენდუმზე ბრიტანელები ევროკავშირში დარჩენას გადაწყვეტენ, ორგანიზაცია ერთი წლის ვადაში შეასრულებს იმ მოთხოვნებს, რომელიც ოფიციალურ ლონდონს გააჩნია. ევროკავშირში აცხადებენ, რომ დიდი ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ახალ ტალღას გამოიწვევს.

დღის ამბები