08 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
ნიკოლა სარკოზი რუსეთსა და ევროკავშირს სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ნიკოლა სარკოზი რუსეთსა და ევროკავშირს სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდებს. განცხადება საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა. სარკოზი ფიქრობს, რომ შეზღუდვები ორივე მხარეს აზიანებს, თუმცა ფიქრობს, რომ პირველი ნაბიჯი მოსკოვმა უნდა გადადგას.

"პირველმა ხელი ძლიერმა უნდა გაუწოდოს და ძლიერი ამ შემთხვევაში რუსეთი და ბატონი პუტინია"- განაცხადა სარკოზიმ.

მისი აზრით, ვლადიმერ პუტინმა რუსეთს დიდება დაუბრუნა და 90-იანი წლების შემდეგ მსოფლიოში საკუთარი ადგილი ხელახლა დაამკვიდრებინა. პეტერბურგის ფორუმზე განცხადება სანქციებთან დაკაშირებით ჟან კლოდ იუნკერმაც გააკეთა. ევროკომისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას გეგმავს.

დღის ამბები