08 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
შეიარაღებული თავდასხმა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის დეპუტატზე - ჯო კოქსი საავადმყოფოში გარდაიცვალა

შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის დეპუტატი, 41 წლის ჯო კოქსი.

თავდასხმა გუშინ, იმ შენობის მახლობლად მოხდა, სადაც პარლამენტის წევრი ყოველდღიურად ამომრჩეველს ხვდებოდა. თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელმა პარლამენტის წევრს სამჯერ ესროლა, შემდეგ კი ჭრილობები დანით მიაყენა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულია თავდასხმაში ეჭვმიტანილი 52 წლის მამაკაცი. თავდასხმის შედეგად დაშავებულია ასევე 77 წლის მამაკაცი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები