08 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
ბრიტანელი დეპუტატის მკვლელობას scotland yard-ი იძიებს

scotland yard-ი ბრიტანელი დეპუტატის მკვლელობას იძიებს. ლეიბორისტული პარტიის წევრი, ჯო კოქსი გუშინ საღამოს თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

მკვლელობა ქალაქ ბერსტალში მოხდა, სადაც დეპუტატი ამომრჩევლებთან შესახვედრად ჩავიდა. მას შენობასთან შუა ხნის მამაკაცი დახვდა და ორჯერ ესროლა, რის შემდეგაც უკვე დანით მიაყენა რამდენიმე ჭრილობა. დეპუტატი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულში ეჭვმიტანილი 52 წლის მამაკაცი დააკავა. ნაპოვნია მკვლელობის იარაღიც. მომხდარის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. ჯო კოქსი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო.

მისი მკვლელობის გამო ქვეყანაში ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე სააგიტაციო კამპანია დროებით შეწყდა.

დღის ამბები