08 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
რუსეთის პროტესტის მიუხედავად, პენტაგონი საბრძოლო გემებს შავი ზღვაში ტოვებს

რუსეთის პროტესტის მიუხედავად, პენტაგონი საბრძოლო გემებს შავი ზღვაში ტოვებს. ამჟამად რეგიონში პატრულირებას ახორციელებს ამერიკული გამანადგურებელი პორტერი, რომელიც შავ ზღვაში ერთი თვის წინ შემოვიდა.

რუსეთმა მაშინვე გამოთქვა უკმაყოფილება და განაცხადა, რომ ამერიკული გემების ყოფნა რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

შეერთებული შტატების საზღვაო ძალების წარმომადგენლის თქმით, სამხედრო გემების დისლოცირების მიზანი, რუსეთის მხრიდან სავარაუდო აგრესიის შეჩერებაა.

შავი ზღვის რეგიონში ნატოს კონტიგენტის გაზრდას მოითხოვს თურქეთი და რუმინეთი. საბოოლოოდ ეს საკითხი ვარშავის სამიტზე გადაწყდება.

დღის ამბები