08 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
ბულგარელმა მხატვარმა იზოლას ტბაზე 3 კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი დააგო

ორიგინალური არტ-ინსტალაცია იტალიაში-81 წლის ბულგარელმა მხატვარმა მილანთან ახლოს იზოლას ტბაზე პირადი სახსრებით საფეხმავლო ბილიკი სახელწოდებით მოტივტივე ბურჯები დააგო, რომლის სიგრძე 3 კილომეტრია.

წყლის ზედაპირზე ფეხით სასიარულო ბილიკის ასაგებად მასშტაბური საინჟინრო სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო, რომელსაც თავად მხატვარი ქრისტო პირადად უძღვებოდა. ქალაქ სულცანოდან ორი კუნძულის მიმართულებით პოლიეთილენის კუბებისგან შეკრული ბილიკი დააგეს, რომელიც მყვინთავებმა ტბის ფსკერზე ბეტონის ფილებით დაამაგრეს. ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ ინსტალაციაზე ფეხით სიარული მარტივი იყოს.

მხატვარმა მშენებელთა და მყვინთავთა ჯგუფთან ერთად პროექტზე ორი წელი იმუშავა. კრისტოს მიერ შექმნილი მხატვრული ინსტალაცია იზოლას ტბაზე მხოლოდ ორი კვირა დარჩება.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე.

დღის ამბები