08 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
პუტინი აშშ-ს და ევროპას ემუქრება

ვლადიმერ პუტინი ევროპაში შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განვითარების გამო საპასუხო ზომების მიღებით იმუქრება.

განცხადება ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა სანქტ-პეტერბურგში უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

პუტინის თქმით, მან ზუსტად იცის, როდის ექნება შეერთებულ შტატებს ახალი რაკეტა, რომელიც რუსეთის ბირთვულ პოტენციალს შეუქმნის საფრთხეს.

რუსეთის ლიდერის აზრით, ოფიციალურმა მოსკოვმა, მიუხედავად იმისა, რომ რეაგირების გამო კვლავ აგრესიულ ქმედებებში დაადანაშაულებენ, სტრატეგიული ბალანსი უნდა შეინარჩუნოს. 

დღის ამბები