08 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
ბრიტანელი პარლამენტარის, ჯო კოქსის, მკვლელს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

ბრიტანელი პარლამენტარის, ჯო კოქსის, მკვლელს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

ბრალდებული 52 წლის ტომას მეირია. ის ლეიბორისტული პარტიის წევრს ორი დღის წინ შეხვედრის დროს დაესხა თავს. მან კოქსს ჯერ რამდენჯერმე ესროლა, შემდეგ კი დანითაც მიაყენა ჭრილობები.

თავდასხმის დროს 77 წლის მამაკაციც დაშავდა, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

ბრიტანელი დეპუტატი ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო. მომხდარის გამო ორივე მხარემ სააგიტაციო კამპანია შეწყვიტა.

ჯო კოქსის ხსოვნას პატივი გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიაგეს. 

დღის ამბები