08 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
ხანძარი კალიფორნიაში - 1600 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი იწვის

კალიფორნიის სამხრეთ რეგიონებში ტყის ხანძრებს ვერ აქრობენ. გავრცელებული ცნობით, სამაშველო სამუშაოებს ხელს ძლიერი ქარი უშლის.

სტიქიის არეალი ღამის განმავლობაში გასამმაგდა და ახლა უკვე ცეცხლი 1600 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზეა მოდებული.

ამის გამო სანტა ბარბარას რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიკეტა მთავარი მაგისტრალი.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობა შესაძლო დამატებითი შეზღუდვების შესახებაც გააფრთხილა.

 

დღის ამბები