08 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
ოლიმპიური თამაშების გახსნამდე 50 დღით ადრე რიო დე ჟანეიროს ფინანსური პრობლემები აქვს

ოლიმპიური თამაშების გახსნამდე 50 დღით ადრე რიო დე ჟანეიროს შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიზეზი არასაკმარისი ფინანსური სახსრებია.

გუბერნატორის თქმით, სერიოზული ეკონომიკური კრიზისი თამაშებთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების შესრულებას საფრთხის ქვეშ აყენებს, ამიტომ ფინანსური დახმარებას ითხოვს.

ექსპერტების შეფასებით, ყველაზე დიდი გამოწვევა ოლიმპიადის დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება, რადგან ბოლო თვეებში შტატში დანაშაულის რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, კრიმინალთან ბრძოლის ფინანსური ხარჯი კი 30%-ით შემცირდა.

დღის ამბები