08 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
186 დღე კოსმოსში - ასტრონავტების ჯგუფი დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა 

ასტრონავტების ჯგუფი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა.

კაფსულა, რომელშიც ნასას, ევროპული კოსმოსური სააგენტოსა და როს-კოსმოსის ასტრონავტები იყვნენ, ყახაზეთში რამდენიმე საათის წინ წარმატებით დაეშვა.

ეკიპაჟმა კოსმოსში 186 დღე გაატარა. მისიის დროს ბრიტანელი ასტრონავტი, ტიმ პიკი, ბრიტანეთის კოსმოსური პროგრამის ისტორიაში პირველად ღია კოსმოსშიც გავიდა.

მორიგი ექსპედიციის გაგზავნა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 24 ივნისს იგეგმებოდა, თუმცა ის 7 ივლისისთვის გადაიდო.

დღის ამბები