08 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
ბრიტანელი პარლამენტარის, ჯო კოქსის, მკვლელი სასამართლოს წინაშე პირველად წარსდგა

ბრიტანელი პარლამენტარის, ჯო კოქსის, მკვლელი სასამართლოს წინაშე პირველად წარსდგა.

"სიკვდილი მოღალეტეებს, თავისუფლება ბრიტანეთს!"- ასე წარადგინა საკუთარი თავი სასამართლო დარბაზში 52 წლის ტომას მეირმა.

ბრალდებულმა არ უპასუხა არც მაშინ, როდესაც მისამართისა და დაბადების თარიღის დადასტურება სთხოვეს.

ტომას მეირი ლეიბორისტული პარტიის წევრს ორი დღის წინ, შეხვედრის დროს დაესხა თავს. მან კოქსს ჯერ რამდენჯერმე ესროლა, შემდეგ კი დანით მიაყენა ჭრილობები.

დაკავებულს ბრალი რამდენიმე მუხლით, მათ შორის განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის, წაუყენეს. 

დღის ამბები