08 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
იაპონელები კუნძულ ოკინავაზე ამერიკული სამხედრო ბაზის დახურვას ითხოვენ

იაპონელები კუნძულ ოკინავაზე ამერიკული სამხედრო ბაზის დახურვას ითხოვენ. საპროტესტო აქციაში, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია, ათასობით ადამიანი მონაწილეობს. ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გასულ თვეს მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია, როდესაც 20 წლის გოგოს გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებით ყოფილი ამერიკელი სამხედრო დააკავეს.

მომიტინგეები ითხოვენ, რომ შეერთებული შტატების სამხედრო პერსონალმა მთლიანად დატოვოს კუნძული. ამ დროისთვის ოკინავაზე 26 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი მსახურობს.

დღის ამბები