08 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 57 წლის მანძილზე მე-18 მუხლის დარღვევა მხოლოდ 7 საქმეზე დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 57 წლის მანძილზე 11 ათასამდე გადაწყვეტილება გამოიტანა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის უფლებათა მე-18 მუხლის დარღვევა მხოლოდ 7 საქმეზე დაადგინა. ერთ-ერთი საქმეა ივანე მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ.

იგივე დადგენილება სტრასბურგის სასმართლომ მიიღო საქმეებზე ტიმოშენკო, ლუცენკო და ჩებიტოვი უკრაინის წინააღმდეგ, ჯაფაროვი და მამედოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ, გუსინსკი რუსეთის წინააღმდეგ.    

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში სიტყვა პოლიტპატიმარი არ იწერება და დეფინიცია ფარული განზრახვა, კონკრეტული პირის წინააღმდეგ, მის საჯარო და პოლიტ საქმიანობას უკავშირდება.  

ავტორი: თეა ადეიშვილი. 

 

  

დღის ამბები