08 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
მოსკოვში გლოვის დღეა გამოცხადებული

რუსეთში კარელიის ბანაკში გარდაცვლილ ბავშვებს იხსენებენ. მოსკოვსა და კარელიის რეგიონში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. ბოლო ინფორმაციით, მდინარეზე დაშვებისას ნავის ამობრუნების შედეგად 14 ბავშვია დაღუპული. 13 ცხედარი უკვე ნაპოვნია, ერთს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

გარდაცვლილთა ნაწილი უკვე გადაასვენეს კარელიიდან მოსკოვში, სადაც მათი ამოცნობის პროცედურა უნდა დაიწყოს. მოსწავლეების გარდაცვალების გამო გამოძიებამ მეხუთე ეჭვმიტანილი დააკავა.

საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ხუთივე დაკავებული ბავშვთა ბანაკის ინსტრუქტორია, რომლებმაც მოსალოდნელი შტორმის შესახებ იცოდნენ და ამის მიუხედავად, ბავშვები მდინარეზე დასაშვებად მაინც წაიყვანეს.

დღის ამბები