08 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
დაპირისპირება თურქეთი-სირიის საზღვარზე - დაღუპულია 11 ადამიანი

11 ადამიანი დაიღუპა თურქეთისა და სირიის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად. ინფორმაციას სირიაში სადამკვირვებლო ჯგუფის წარმომადგენლები ავრცელებენ.

მათი მტკიცებით, თურქმა მესაზღვრეებმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც ისინი სირიიდან თურქეთის ტერიტორიაზე მოხვედრას შეეცადნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან.

ოფიციალური ანკარა ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავს ინციდენტს სირია-თურქეთის საზღვარზე ადგილი არ ჰქონია.

დღის ამბები