08 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
წინასწარი მონაცემებით, რომის მერად 37 წლის ვირჯინია რაჯი აირჩიეს

რომის მოსახლეობა ახალ მერს ირჩევს. წინასწარი მონაცემებით, იტალიის დედაქალაქის მუნიციპალიტეტს 37 წლის ვირჯინია რაჯი უხელმძღვანელებს.

ოპოზიციური პარტიის, 5 ვარსკვლავის მოძრაობის წარმომადგენელმა ორი კვირის წინ ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ეგზიტპოლების მონაცემების მიხედვით, რაჯი არჩევნების მეორე ტურშიც ლიდერობს. ვირჯინია რაჯის მთავარმა მოწინააღმდეგემ, მმართველი დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.

რაჯი რომის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, ქალაქის მერად აირჩიეს.

დღის ამბები