08 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
სან ფრანცისკოში მცირე ზომის თვითმფრინავი სარკინიგზო ხაზს დაეცა

ერთი ადამიანი დაიღუპა უბედური შემთხვევის შედეგად სან ფრანცისკოში. მცირე ზომის თვითმფრინავი სარკინიგზო ხაზზე ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე მისულმა მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა მოახერხეს. სამართალდამცველების განცხადებით, თვითმფრინავის პილოტი ჩამოვარდნის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარის გამო რეგიონში სარკინიგზო მიმოსვლა რამდენიმე საათით შეჩერდა.

დღის ამბები