08 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
თურქმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას 11 სირიელი მოკლეს

თურქმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას 11 სირიელი მოკლეს. დამკვირვებლების ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ერთი ოჯახის წევრები არიან და მათ შორის 2 ქალი და 4 მცირეწლოვანი ბავშვია.

ადამიანის უფლებათა დამცველების ცნობით, ისინი სირიელი დევნილები იყვნენ, რომლებიც თურქეთში გადასვლას ცდილობდნენ, როდესაც მათ სამართალდამცველებმა ცეცხლი გაუხსნეს. სოციალურ ქსელში ამ ინცინდენტის ამსახველი ვიდეო მასალაც გაჩნდა. ოფიციალური ანკარა ბრალდებებს უარყოფს.

სამხედრო მეთაურობაში აცხადებენ, რომ საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობას ადგილი ქონდა, მაგრამ მესაზღვრეებს დამიზნებით არ უსვრიათ, მათ მხოლოდ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.

დღის ამბები