08 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
აფეთქება ავღანეთში - წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 14 ადამიანი

აფეთქებებს ავღანეთში მსხვერპლი მოჰყვა. ქაბული-ჯალალაბადის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ნეპალის საელჩოს კუთვნილი მიკრო ავტობუსი ააფეთქეს.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 14 ადამიანი. ყველა მათგანი ნეპალის მოქალაქეა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს.

დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმა ავღანეთში არსებული აგრესიული ძალების წინააღმდეგ იყო მიმართული. კიდევ ერთი აფეთქება ქაბულის სამხრეთ რაიონში მოხდა.

ტერორისტებმა პარლამენტის წევრის ავტომობილი ააფეთქეს. პოლიციის ინფორმაციით, დეპუტატი თავდასხმას გადაურჩა. ის სხვადასხვა სახის ტრავმით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

დღის ამბები