08 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
შტორმი ავსტრალიის რამდენიმე დასახლებაში - 30 ოჯახი უსახლკაროდაა დარჩენილი

ავსტრალიის რამდენიმე დასახლებას ძლიერმა შტორმმა გადაუარა. სტიქიამ ყველაზე მეტად კვინსლენდის შტატის ქალაქი მულილაბა დააზარალა.

ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები გადახადა, მანქანები ამოაყირავა და ხეები წააქცია.

დაინგრა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, შედეგად 30 ოჯახი უსახლკაროდაა დარჩენილი. დაზარალებულ რაიონში აღდგენითი სამუშაოებია დაწყებული.

დღის ამბები