08 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
აშშ-ის სენატმა იარაღის კონტროლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა

შეერთებული შტატების სენატმა იარაღის კონტროლის შესახებ კანონში გასატარებელ ოთხ ცვლილებას მხარი არ დაუჭირა.

ორლანდოს თავდასხმის შემდეგ, საკითხი დემოკრატების მხარდაჭერით გააქტიურდა, თუმცა რესპუბლიკელი კანონმდებლების ნაწილი აღნიშნავს, რომ ის მეტისმეტად შემზღუდველია და იარაღის ტარების შესახებ კონსტიტუციურ უფლებას ფეხქვეშ თელავს.

პარალელურად, სააგენტო REUTERS ავრცელებს უკანასკნელი კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, ამერიკელების 71 პროცენტს იარაღის ტარებაზე ზომიერი კონტროლი დასაშვებად მიაჩნია.

დღის ამბები