08 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
აშშ-ში პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმა სცადეს

შეერთებულ შტატებში პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობის გამო 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.

მაიკლ სენდ ფორდმა ლას ვეგასში ტრამპის კამპანიის დროს, პოლიციის ოფიცრისთვის იარაღის წართმევა სცადა. დაკითხვისას კი განაცხადა, რომ ნევადის შტატში პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობის მიზნით ჩავიდა.

სამართალდამცველები დაკავებულის ეროვნებას არ ახმაურებენ, თუმცა მას ბრიტანეთის მოქალაქის მართვის მოწმობა აღმოაჩნდა და სავარაუდოდ, შეერთებულ შტატებში ბოლო 2 წლის განმავლობაში იმყოფება.

დღის ამბები