08 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
ბრიუსელის სავაჭრო ცენტრში განგაში გამოცხადდა

ცოტა ხნის წინ განგაში გამოცხადდა ბრიუსელში, სავაჭრო ცენტრში. BBC-ის მიერ გავრცელებული ცნობით, განგაშის გამოცხადება შენობაში სავარაუდო ბომბის არსებობის გამო მოხდა.

გავრცელებული ცნობით, პოლიციაში უცნობმა პირმა დარეკა და განაცხადა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა. დაკავებულია ეჭვმიტანილი მამაკაცი, თუმცა ბომბი ვერ აღმოაჩინეს.

ანტი ტერორისტული ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გადაკეტილია სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია.  

განგაშის გამოცხადების შემდეგ, ბელგიის პრემიერმინისტრმა კრიზისების მართვის ცენტრის შეხვედრა მოიწვია. მისი განცხადებით, სიტუაცია ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება.

 

დღის ამბები